რუსებმა ხერსონის რკინიგზის სადგური მაშინ დაბომბეს, როდესაც 100-ზე მეტი ადამიანი საევაკუაციო მატარებელს ელოდებოდა | არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მატარებლით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო.
“რთული დღეა. გავრცელდა ინფორმაცია ხერსონის დაბომბვის შესახებ. ს თავდასხმა რკინიგზის სადგურზე. ევაკუაციის მატარებელზე. ახლა ყველა სერვისი ადგილზეა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა უკვე დადგენილია. ადგილზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ინფორმაციის ყველა განახლებას შესაბამისი სამსახურები მიაწვდიან“, – განაცხადა მ საღამოს ვიდეომიმართვაში.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, ხერსონში დაახლოებით 140 მშვიდობიანი მოქალაქე ელოდა სადგურზე მატარებლით ევაკუაციას, რა დროსაც მტერმა მასიური დაბომბვა დაიწყო.
“პოლიციელებმა, რომლებიც სადგურზე მორიგეობდნენ, სასწრაფოდ დაიწყეს ხალხის ევაკუაცია. პოლიციის სწრაფი მოქმედებების წყალობით, ყველამ მოახერხა უსაფრთხო ადგილებში გადასვლა. ორ მოქალაქეს, რომლებმაც დაზიანებები ნამსხვრევებით მიიღეს, სამედიცინო დახმარებას უტარდება”, – განაცხადა კლიმენკომ.
მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა პოლიციის ლეიტენანტი კიროვოგრადის რაიონიდან. მან სასიკვდილო ჭრილობა ხალხის დახმარების დროს მიიღო. საავადმყოფოშია გადაყვანილი კიდევ ორი სამართალდამცველი.
დაბომბვის შედეგად კი მატარებლის სადგური და მოძრავი შემადგენლობა დაზიანდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა რკინიგზის რამდენიმე თანამშრომლის დაშავების შესახებაც.