რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ ღამით ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს საჰაერო ბომბით დაარტყა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა საცხოვრებელ უბანს კონტროლირებადი ბომბით დაარტყეს, რის შედეგადაც ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინაში 85 წლის ქალი დაიღუპა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები ხარკოვს დღესაც ბომბავენ, ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა