რუსებმა ხარკოვში სამსართულიანი სასტუმრო დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამსართულიანი სასტუმრო განადგურდა.
მისივე თქმით, მაშველებმა ორი ქალი და ერთი მამაკაცი გადაარჩინეს, თუმცა, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანია მოყოლილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ძალიან მძიმე დღეში არიან, 13 წელია აგრძელებენ „ნაციონალების“ თემას, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი – „ქართულ ოცნებას“ თავის მხარდამჭერებთან სულ უფრო ურთულდება საუბარი