რუსებმა ხარკოვში მრავალსართულიან სახლს დაარტყეს: არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსებმა დილით „შაჰედებით“ დაარტყეს ხარკოვის მრავალსართულიან სახლს – არიან დაღუპულები და ბევრი დაშავებული, მათ შორის ბავშვები.
ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა კი აღნიშნა, რომ დილის მტრული თავდასხმის მეოთხე მსხვერპლი 16 წლის ბიჭი გახდა – მისი ცხედარი ნანგრევებში იპოვეს. ასევე დადასტურდა, რომ დაღუპულებს შორის არის 1,5 წლის გოგონაც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო