რუსებმა ხარკოვს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს, დაშავებულია 17 ადამიანი

რუსეთის არმიამ წუხელ ხარკოვის ერთ-ერთ რაიონზე სარაკეტო დარტყმა და საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსებზე დრონებით შეტევა განახორციელა, არიან დაშავებულები, – ინფორმაციასუკრაინული მედია ავრცელებს.
„ღამის შეტევა ხარკოვზე. მტრის ექვსი დარტყმა, რომელთაგან ორი პირდაპირი დარტყმა საცხოვრებელ შენობებზე განხორციელდა. ერთ-ერთ ბინაში ნამსხვრევებმა კედლები გახვრიტეს. “შაჰედის” ძრავის ნაწილი დერეფანში აღმოჩნდა. იმ მომენტში მეპატრონეები სახლში იყვნენ – ისინი მხოლოდ იმიტომ გადაარჩინეს, რომ სხვა ოთახში ეძინათ“, – განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის