რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან

რუსებმა ღამით უკრაინის ხარკოვის ოლქს და ქალაქ ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავდა 9 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსული დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა ქალაქის სლობოდსკოის რაიონში მდებარე ერთ-ერთი მუნიციპალური საწარმოს ტერიტორიაზე.
„მიმდინარეობს ზარალის მონაცემების დაზუსტება. დარტყმის ადგილზე ხანძარია“, – დაწერა მერმა სოციალურ ქსელში.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქსა და ქალაქ ხარკოვზე თავდასხმების შედეგად, სულ 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მოზარდი.