რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე, დრონების გამოყენებით, მასიური თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქში სულ მცირე 15 აფეთქების ხმა გაისმა.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 წლის და 9 თვის ასაკის ბავშვები. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გაჩნდა ხანძარი.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის რაოდენობა მარტში თებერვალთან შედარებით გაორმაგდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა