რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს – სახლებს, სასტუმროს, რესტორანსა და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე Shahed-ის დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ზმიევის თემში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოკუპანტებმა ზმიევის თემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები განახორციელეს. მაშველებმა სასტუმროს შენობაში, რესტორანსა და 3 მსუბუქ ავტომობილში ხანძარი ჩააქრეს“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.
მისი თქმით, დაცვის დაშავებულ თანამშრომელს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. თავდასხმების შედეგად დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები, დასასვენებელი კომპლექსის სამსართულიანი შენობა და რესტორანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ძალების ცნობით, 9 თებერვლის ღამეს რუსებმა ს Shahed-136/131 ტიპის 16 დრონით შეუტიეს, აქედან 10 უკრაინელებმა გაანადგურეს.
„საბრძოლო მუშაობის შედეგად, 10 „შაჰედი“ განადგურდა მიკოლაივის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს