რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 60 – დაშავდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რამაც ნგრევა, ხანძარი და მსხვერპლი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 60 – დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.
ქალაქის მერის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვზე დრონების გამოყენებით 17 დარტყმა განახორციელეს.
“პირდაპირი დარტყმები განხორციელდა მრავალსართულიან შენობებზე, კერძო სახლებზე, სათამაშო მოედნებზე, ბიზნეს ობიექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ცეცხლმოკიდებული ბინები, დანგრეული სახურავები, დამწვარი მანქანები, ჩამსხვრეული ფანჯრები“, – აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება, ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება, გერმანიის ელჩისთვის უხსენებელ „დიფ სთეითს“ უწოდებს