რუსებმა ხარკოვს დაარტყეს – არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას მართვადი საავიაციო ბომბები და დრონები გამოიყენეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა.
„დარტყმა ხარკოვის ს რაიონის საცხოვრებელ უბანზე განხორციელდა. არიან დაშავებულები“, – აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.