რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებითა და მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს, დაშავებულია 6 ადამიანი

რუსებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს 1-ელი ოქტომბრის ღამეს ბალისტიკური რაკეტებითა და მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, სალტოვსკის და კიევის რაიონებში მართვადი საჰაერო ბომბების დარტყმების შედეგად კერძო სახლები და ავტოფარეხები განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ასევე გაჩნდა ქალაქის ერთ-ერთ ბაზარში.
დაშავებულებს აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები აღენიშნებოდათ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა