რუსებმა ხარკოვს С-300 რაკეტებით დაარტყეს – დაიღუპა 6 და დაშავდა 16 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს 15-ჯერ მიაყენეს დარტყმა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ასევე ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის თქმით, წინასწარი მონაცემებით, მტერმა შეტევა С-300 რაკეტებით განახორციელა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
ამასთან, ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ოკუპანტებმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და კომუნალური კომპანიის ერთ-ერთი განყოფილებას დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ