რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.