რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა 10 ადამიანი – ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი

რუსულმა ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, განხორციელდა იმ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაცია, რომელსაც მართვადმა ავიაბომბმა დაარტყა და ასევე მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლების, რომელთა ბინები აფეთქების შედეგად დაზიანდა.
ამასთან, ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ დანგრეული კორპუსის ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
პროკურატურის ინფორმაციით, ს ფედერაციამ „სუ-34“ ტიპის ორი თვითმფრინავის გამოყენებით ხუთი მართვადი ბომბი გაუშვა ხარკოვსა და მის გარეუბნებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე