რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა 16 ადამიანი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა 16 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალების იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
სინეგუბოვის ცნობით, დაშავებულთაგან 7 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს ექიმებმა სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.