რუსულმა ძალებმა კიროვოგრადის ოლქის ქალაქ კროპივნიცკიზე მასიური შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოგრადის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი რაიკოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რუსებმა ქალაქს 20-ზე მეტი დრონით შეუტიეს.
„განადგურდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები: კერძო სექტორი, მრავალსართულიანი შენობები. როგორი დაცინვაა – მტრის დრონებმა მშვიდობის ქუჩას დაარტყეს“, – აღნიშნა რაიკოვიჩმა.
მისი თქმით, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც „უკრზალიზნიციამ“ რიგი მატარებლების მარშრუტი შეცვალა.
