რუსებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს რის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, გუშინ საღამოს, რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსსა და კერძო სახლებს ძლიერი ხანძარი გაუჩნდა, ასევე, მრავალსართულიანი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.
ლისაკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონით განახორციელეს, რომელთა უმეტესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას