რუსებმა ქალაქ ბალაკლიას რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა – 10

რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკლია დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ შენობებზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების რეაგირების ყველა სამსახურია მობილიზებული“, – განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კარაბანოვმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა – 10. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.