რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ცენტრს დაარტყეს – არის მსხვერპლი

უკრაინის სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 23 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სარაკეტო საფრთხის შესახებ სიგნალის მიღებისთანავე პერსონალს სათანადოდ ეცნობა. მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, აღჭურვილ თავშესაფრებში გადაადგილებისას, სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი კასეტური საბრძოლო მასალის ზემოქმედების ზონაში აღმოჩნდა“, – აცხადებენ უკრაინის სახმელეთო ჯარების პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. კიდევ 12-მა სამხედრო მოსამსახურემ სამედიცინო დაწესებულებებს აკუსტიკური ტრავმისა და მწვავე სტრესის ჩივილებით მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ