რუსებმა უკრაინის ორ ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

რუსებმა უკრაინის ორ ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგო“ ავრცელებს.
„უკრენერგოს“ ცნობით, რუსულმა ძალებმა ჟიტომირისა და ჩერნიგოვის ოლქებში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მოსახლეობის უმეტესობას ელექტრომომარაგება დილიდან აღუდგა. ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ