ქართველი სამხედროების დრამატული ბედი – უკრაინაში მებრძოლი ორი ჯარისკაცი, გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს. ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და ტყვეობის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიაში გავრცელებული ვიდეო-კადრებიდან გახდა ცნობილი. მასალაში აშკარად ჩანს, რომ ქართველები კითხულობენ წინასწარ დაწერილ ტექსტს, რომელიც კრემლის პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. დატყვევებული ქართველები მეორე საერთაშორისო ლეგიონში მსახურობდნენ.
ლეგიონის წარმომადგენლები და სხვა სამხედროები მოელიან, რომ მათი თანამებრძოლები რუსების ტყვეობაში უმძიმესი ზეწოლის ქვეშ იქნებიან. ვიდეო-კადრებში ერთ-ერთ დატყვევებულ ქართველს სახეზე ძალადობის კვალიც ეტყობა. ეს ქართველების დატყვევების პირველი გახმაურებული შემთხვევაა და ჩვენი თანამემამულე სამხედროები მოუწოდებენ ქვეყნის მთვარსარდალს და მთვრობვას გააკეთონ ყველაფერი ტყვეების გამოსახსნელად.