რუსებმა უკრაინას 57 დრონით შეუტიეს, დონეცკში 3 ადამიანი დაიღუპა

დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფილაშკინის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ კონსტანტინოვკაში, პოკროვსკსა და რაისკოეში. ამასთან, ოთხი ადამიანი დაშავდა კონსტანტინოვკაში, ორი კი – რაისკოეში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინას წუხელ 57 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, აქედან 18 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, 7 კი ლოკალურად დაიკარგა.
უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზე და დონეცკის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ტერიტორიებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…