რუსებმა უკრაინას 550 დრონით და რაკეტით შეუტიეს, 478 სამიზნე განეიტრალდა, თუმცა, დარტყმები 8 ლოკაციაზე განხორციელდა, ნამსხვრევები კი 33 ადგილას ჩამოვარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ისა და სხვა ტიპის 539 დრონი, Х-47 М2 ტიპის „კინჟალის“ რაკეტა, „ისკანდერ М/KN-23“ ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტა და „ისკანდერ-K“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.
საჰაერო ძალებმა „ისკანდერ-K“ ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტისა და 268 დრონის ჩამოგდება მოახერხეს. 208 დრონი კი ლოკალურად დაიკარგა.
