რუსებმა უკრაინას 49 დრონითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს

რუსებმა ს 49 დრონითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონების გარდა უკრაინის მიმართულებით ერთი „ონიქსის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და ორი Kh-59/69 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 18 ლოკაციურად დაიკარგა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსების საჰაერო დარტყმები 5 ლოკაციაზე დაფიქსირდა.