რუსებმა უკრაინას 479 დრონითა და რაკეტით შეუტიეს

რუსეთმა ს წუხელ რეკორდული რაოდენობის – 479 – დრონებით და რაკეტებით შეუტია, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის 3 ფრთოსანი რაკეტა და 210 დრონი გაანადგურეს, 172 უპილოტო საფრენი აპარატი კი ლოკალურად დაიკარგა.
რუსებმა უკრაინას „შაჰიდისა“ და სხვა ტიპის 472 დრონით ს ფედერაციის მილეროვოს, შატალოვოს, კურსკის, ორიოლის, ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს. „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით კი – კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან. ამასთან რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევისას ოთხი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.
მტრის საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები ხარკოვის, სუმის, ჟიტომირის, ოდესის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები იყო.