რუსებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-ემ“ ტიპის 4 ბალისტიკური რაკეტა და 140 დრონი გაუშვეს, უკრაინელებმა მტრის 88 დრონი გაანეიტრალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რაკეტებისა და დრონების დარტყმები დონეცკის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და კიევის ოლქებში 25 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
თავდასხმის შედეგად ხარკოვში 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა და 20 – დაშავდა. 6 ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეში, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. კიევის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, ანგარი დაზიანდა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
