რუსებმა უკრაინას 3 რაკეტით და 115 დრონით შეუტიეს, დარტყმა 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსეთმა უკრაინას ღამით „ისკანდერის“ ტიპის სამი ბალისტიკური რაკეტით და Shahed-ის, „გერბერისა“ და სხვა ტიპის 115 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 103 დრონი გაანეიტრალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონებით და რაკეტებით დარტყმა 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კი 8 ადგილას ჩამოცვივდა.
რუსების მიერ უკრაინის წინაააღმდეგ ღამით გამოყენებული დრონებიდან 60 Shahed-ის ტიპის იყო. რუსებმა დრონები კურსკიდან, ორიოლიდან, მილეროვოდან, შატალოვოდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის