რუსებმა უკრაინას 235 რაკეტით და დრონით შეუტიეს – უკრაინელებმა 183 დრონი და 17 რაკეტა ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს

რუსულმა ძალებმა ს, 26 ივლისის ღამეს, 235 რაკეტით და დრონით შეუტიეს, ინფორმაციას უკრანული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა 208 უპილოტო საფრენი აპარატი და 27 რაკეტა გამოიყენეს, მათ შორის „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის 12 ბალისტიკური რაკეტა, „ისკანდერ-კ“ ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა, და „ხ-59/69“ ტიპის 7 მართვადი რაკეტა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, შეტევის მთავარი მიმართულება დნეპროპეტროვსკის ოლქი იყო. მათივე განცხადებით, 183 უპილოტო საფრენი აპარატი და 17 რაკეტა ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა