რუსებმა უკრაინას 223 დრონით შეუტიეს – უკრაინელებმა 206 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთმა 1-ელი ნოემბრის ღამეს უკრაინას 223 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, რომელთაგან დაახლოებით 140 Shahed-ის ტიპის დრონი იყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით 206 დრონი გაანეიტრალეს.
ამასთან, დაფიქსირდა 17 დრონით თავდასხმა 7 ლოკაციაზე.
ჩერნიგოვის ოლქში რუსულმა დრონმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყა, რის შედეგადაც ანგარი დაიწვა. პოლტავას ოლქში კი რუსეთის თავდასხმამ გაზის წარმოების ობიექტში ხანძარი გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება