რუსებმა უკრაინას 166 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 11 ოლქში 90 დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა, 27 თებერვლის ღამეს, უკრაინას „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 166 დრონით შეუტიეს, მათგან 162-მა სამიზნეს ვერ მიაღწია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 90 დრონი ჩამოაგდეს, 72 კი – ლოკაციურად დაიკარგა.
უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის ორიოლის, ბრიანსკის, მილეროვოს, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკი ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინელებმა დრონები ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს.
მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეპშტეინის ფაილებში” მოხსენიებული ჩეჩენი ბიზნესმენი უმარ ჯაბ­რა­ი­ლო­ვი გარდაცვლილი იპოვეს, დაკრძალვას მისი არც ერთი შვილი არ დასწრებია – “ფუფუნების სიმბოლო მარტოობასა და ვალებში ცხოვრობდა”