რუსებმა უკრაინას 154 დრონით შეუტიეს, დარტყმა 18 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა 11 იანვრის ღამეს უკრაინას 154 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა აქედან 125 ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა დარტყმა 22 დრონით 18 ლოკაციაზე.
მანამდე, ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსულმა „მოლნიას“ ტიპის დრონმა ქალაქის ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა. ამასთან, ჟიტომირის ოლქში, რუსების მხრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვის შედეგად ორი თანამშრომელი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს