რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად კიროვოგრადის ოლქში ცხრამეტი დასახლებული პინქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი რაიკოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წუხელ რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. ამჯერად, ნოვოუკრაინსკის რაიონში. ცხრამეტი დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, – აღნიშნა ოლქის ხელმძღვანელმა.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსები წუხელ უკრაინას 128 დრონით დაესხნენ თავს. აქედან 90-მდე დრონი Shahed-ის ტიპის იყო.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ დაფიქსირდა 47 საფრენი აპარატის თავდასხმა 10 ლოკაციაზე.
წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით მტრის 72 დრონი გაანეიტრალეს.




