რუსებმა ს 112 დრონით შეუტიეს, დაზარალდა 7 ოლქი, არის მსხვერპლი

რუსმა დამპყრობლებმა ს Shahed-ისა და სხვა ტიპის 112 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 73 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დილის 9:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში Shahed-ისა და სხვა ტიპის 73 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა, 36 დრონი კი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა.
თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, ოდესის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევისა და ს ოლქები.
ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
ამასთან, ს ოლქში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად, ორ რაიონში ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი შენობა, მაღაზია და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. აღნიშნულ ადგილებზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს