რუსებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიისკენ რაკეტები გაუშვეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონსა და მიკოლაივში აფეთქებების ხმები ისმოდა. მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებში განმარტეს, რომ რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა მიკოლაივისა და ხერსონის მიმართულებით X-22 ტიპის რაკეტები გაუშვეს. რაკეტები დაფიქსირდა სუმისა და პოლტავის ოლქებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ