რუსებმა უკრაინას რაკეტებით და 110 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 46 დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინას რაკეტებით და 110 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 46 დრონი გაანადგურა, 60 – ლოკაციურად დაიკარგა, 2 კი – ბელარუსში გაფრინდა, – ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაუყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა ხარკოვს С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან შეუტია, X-59/69 ტიპის ორი მართვადი რაკეტით კი რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვის ოლქიდან სუმის და ხარკოვის რეგიონებს დაესხა თავს, კურსკის, პრიმორსკო-ახტარსკის და ბრიანსკის ტერიტორიებიდან კი 110 უპილოტო საფრენ აპარატი გაუშვა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაცით, საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის, ჟიტომირის, პოლტავას, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის და ნიკოლაევის ოლქებში.
საჰაერო შეტევა მოიგერიეს საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ავიაციამ, ელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფებმა, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?