რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის. ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქ ხარკოვისა და ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მინიმუმ 10 დარტყმა განახორციელეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვა, ხარკოვში მეტრომ დროებით მუშაობა შეაჩერა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევსა და ლვოვში, რუსების მიერ გაშვებული დრონების მოსაგერიებლად, საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დაფიქსირდა „კინჟალის“ რაკეტების გაშვება ქალაქების : რივნეს, კიევის, ლვოვის და ლვოვის ოლქის ქალაქ სტრიის მიმართულებით. საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.