რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა ჟიტომირის, კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავას, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
დრონები დაფიქსირდა სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, პოლტავას, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის და მიკოლაივის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო