რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს – ოდესაში სახლები დაზიანდა და ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, ს თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობები, კერძო სახლები, სუპერმარკეტი, სკოლა და ავტომობილები. ზოგიერთ ადგილას ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ჩვენი მაშველები აქრობენ“, – დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე.