რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, კიევის მარცხენა სანაპირო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ზაპოროჟიეში 7 წლის ბავშვი დაიღუპა

რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტია, რის შედეგადაც დედაქალაქ კიევში მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა და 9 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ენერგეტიკოსები კიევში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ.
„სიტუაცია რთულია. მის მოგვარებაში ყველა საჭირო სამსახურია ჩართული“, – დაწერა კლიჩკომ „ტელეგრამ“ არხზე.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 9 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, რუსებმა ზაპოროჟიესაც შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას