რუსებმა ს დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ს წუხელ Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, თავდასხმას ს ოლქში, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეტევა მთელი ღამის განმავლობაში, დილამდე გაგრძელდა და საჰაერო თავდაცვის ძალები, დრონების განადგურების მიზნით, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ.
ს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მიკოლა კალაშნიკის განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული ცეცხლმოკიდებულ კერძო სახლში იპოვეს, მეორე კი – სხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც 10-სართულიანი კორპუსი დაზიანდა.
„დაღუპული აღმოაჩინეს კერძო სახლში, სადაც ჩამოგდებული სამიზნის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მეორე გარდაცვლილი, 36 წლის მამაკაცი სხვა დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს, სადაც 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, – აღნიშნა კალაშნიკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეა მეტრეველი: რეჟიმის ბუნება ერთ კადრში მოყოლილი… ბევრ მძიმე კადრს შორის 2024 წლის 6 დეკემბრის ეს კადრი – ქართველი დედა მუხლებზე დაჩოქილი კაციჭამია სპეცრაზმელების წინაშე – თვალებიდან არ ამომდის

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა