რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და 267 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 133 დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა 23 თებერვლის ღამეს უკრაინის რეგიონებს ბალისტიკური რაკეტებით და 267 დრონით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 138 დრონი ჩამოაგდეს, 119 კი – ლოკაციურად დაიკარგა. ამასთან, სამი დრონი ს ტერიტორიაზე გაფრინდა, ერთი კი – ბელარუსში.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ორიოლის, ბრიანსკის, კურსკის, შატალოვოს, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული დან გაუშვეს.
ამასთან, რუსებმა ს დროებით ოკუპირებული ყირიმიდან „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის სამი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს.
უკრაინელებმა დრონები ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ს, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, რივნეს, ნიკოლაევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.
თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ოდესის, პოლტავას, კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა.