რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 85 დრონით შეუტიეს

რუსებმა ს ბალისტიკური რაკეტითა და 85 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„8:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში მტრის 49 დრონი გაანეიტრალა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 40 დრონი ჩამოაგდო, ხოლო 9 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
„დამპყრობლების სამიზნეს ხარკოვის, დონეცკისა და ოდესის ოლქები წარმოადგენდა. დარტყმები 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ნამსხვრევები 2 ლოკაციაზე ჩამოვარდა“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში