რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 16 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს.
დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდასხმას წინ უძღოდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამოცხადება, რაც გამოწვეული იყო რუსული MiG-31K გამანადგურებლების აფრენით.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში