რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსეთმა წუხელ ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა, რის შედეგადაც, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, – წერს კიპერი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი ინფორმაციით, დაფიქსირდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, სასწრაფოდ რეაგირება მოახდინონ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ განგაშის სიგნალზე“, – აცხადებს კიპერი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს