რუსებმა უკრაინაზე დღევანდელი თავდასხმისას 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს | ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, მ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ს 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტიეს.

ზალუჟნის თქმით, თავდასხმისას ოკუპანტები იყენებდნენ ფრთოსან, ბალისტიკურ, მართვად საჰაერო რაკეტებსა და “შაჰიდის” ტიპის დრონებს. მისივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 18 რაკეტა და 8 დრონი გაანადგურეს.
“ჩვენმა დამცველებმა “შაჰიდის” ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს,” – ამბობს ზალუჟნი.
ოკუპანტებმა რაკეტები და დრონები ხარკოვის, დნიპროს, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის მიმართულებით გაუშვეს.
ასევე ნახეთ: