რუსებმა ტერნოპილს დაარტყეს, არის მსხვერპლი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ტერნოპილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაინგრა.
ტერნოპილში რუსული ძალების იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობისთვის, დღეს დილით რუსებმა უკრაინას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ ლვოვში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ასევე, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსების მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ უკრაინის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა.




