რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს | დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 7 წლის გოგონა

გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა სუმის ოლქზე 22 თავდასხმა განახორციელეს. დაიღუპა 3 ადამიანი, ასევე სამი კი დაიჭრა.
სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რომ დაღუპულთა შორისაა 7 წლის გოგონა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ მტერმა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ომის მეთოდების გამოყენებით, წინასწარი მონაცემებით, საზენიტო-სარაკეტო სისტემით ქალაქ სერედინა-ბუდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა.
ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაინგრა სულ მცირე 5 კერძო სახლი.