რუსებმა სოხუმის აეროპორტში სხვადასხვა კატეგორიის თვითმფრინავის მისაღებად დასაფრენი სისტემა დაამონტაჟეს

რუსებმა სოხუმის აეროპორტში სხვადასხვა კატეგორიის თვითმფრინავის მისაღებად დასაფრენი სისტემა დაამონტაჟეს
სანქცირებული სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ კომპანია „აზიმუტმა”(Azimut) სოხუმის აეროპორტი ILS 2700-ის ინსტრუმენტული სისტემით აღჭურვა, რომელიც თვითმფრინავების დაფრენას უზრუნველყოფს. „როსტეხის“ განცხადებას სააგენტო, TASS ავრცელებს.
სისტემის დახმარებით თვითმფრინავს გადაეცემა ინფორმაცია ასაფრენი ბილიკიდან მანძილისა და დაშვებისას კურსიდან გადახრის შესახებ. სხვა რუსულ აღჭურვილობასთან ერთად, რომელიც ადგილზე დამონტაჟდება, ILS-2700-ის სისტემა სოხუმის აეროპორტს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა კატეგორიის თვითმფრინავი მიიღოს.
„კომპანია „აზიმუტი“ პარტნიორებთან და დამკვეთებთან ერთად ფრენების უზრუნველყოფისა და საჰაერო მოძრაობის მართვის რადიოტექნიკური მოწყობილობებით ქალაქ სოხუმის აეროპორტის კომპლექსურ აღჭურვას ეწევა. ჩვენი დასაფრენი სისტემის დახმარებით ს აეროპორტს შეუძლია, სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი ამინდის ნებისმიერ, მათ შორის, არახელსაყრელ პირობებში მიიღოს,” – აცხადებს “აზიმუტის” გენერალური დირექტორის მოადგილე, ალექსეი გალჩენკოვი.
კომპანიის ცნობით, 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 7 თებერვალს, სოხუმში პირველი სატესტო რეისი სწორედ ILS 2700-სისტემის გამოყენებით შესრულდა.
„როსტეხში“ ასევე, აღნიშნეს, რომ სახმელეთო და საბორტო ტექნიკური რადიომოწყობილობების ერთიანმა კომპლექსმა მიღება-ჩაბარების ტესტები და საფრენი შემოწმება გაიარა. სადისპეტჩერო მართვის პუნქტში ავტომატიზებული სამუშაო ადგილიდან აეროპორტის სპეციალისტებს შეუძლიათ, დისტანციურად აკონტროლონ ILS 2700-სისტემის მიწისზედა რადიოშუქურები და მათ დიაგნოსტიკა ჩაუტარონ.
„ILS 2700-ის ძირითადი პარამეტრები და ტექნიკური მახასიათებლები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ს მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს შეესაბამება,” – ხაზგასმით აღნიშნავს რუსული სახელმწიფო კორპორაცია.
ILS 2700-ის ინსტრუმენტული დასაფრენი სისტემა ს, ბელარუსის, სომხეთისა და ყაზახეთის აეროპორტებში არის დანერგილი.
ახლახან რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მიმდინარე წლის მაისში დაიწყება.
7 თებერვალს სოხუმის აღდგენილ აეროპორტში, სატესტო რესისის ფარგლებში, რუსული ავიაკომპანია UVT Aero-ს პირველი თვითფრინავი დაეშვა. აფხაზეთში რეისებს სწორედ ეს ავიაკომპანია შეასრულებს.
ცნობისთვის: რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხი“ -ის სახაზინო დეპარტამენტის სასანქციე სიაში 2022 წლის ივნისის ბოლოდანაა. აშშ-ის ხაზინა მაშინ აცხადებდა, რომ „ყველა ორგანიზაცია, რომელიც 50%-ით ან მეტად პირდაპირ თუ ირიბად „როსტეხს“ ეკუთვნის, რომც არ იქნეს იდენტიფიცირებული, დაიბლოკება. ასევე, 2022 წლის 25 თებერვალს, ში რუსეთის შეჭრიდან მეორე დღესვე, „როსტეხი“ ევროკავშირის ყველა ქვეყნის სანქციების სიაში მოხვდა. „როსტეხი“ დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, შვეიცარიამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, უკრაინამ და ახალმა ზელანდიამაც დაასანქცირა.
www.bpn.ge