რუსებმა საქართველოში საახალწლო ჯავშნები გააორმაგეს

საახალწლოდ საქართველოში მოგზაურობაზე რუსების მხრიდან რეკორდული მოთხოვნაა. სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ დაჯავშნის სერვისის Островок-ის მონაცემების თანახმად საახალწლო არდადეგების პერიოდში (28 დეკემბერი – 12 იანვარი) საქართველოში განთავსების ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდა. საქართველო რუსებისთვის საახალწლო არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებების ტოპ 5-ში შევიდა, ჯავშნების რაოდენობით საქართველო მხოლოდ ბელორუსიას, თურქეთს, ტაილანდსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ჩამორჩება.
Островок-ის ანალიტიკოსები ქვეყნის მზარდ პოპულარობას მოსკოვიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან ფრენების პროგრამის გაფართოებას უკავშირებენ.
“სავიზო შეზღუდვების არარსებობა და პირდაპირი ფრენების გაფართოება ლოგისტიკას რაც შეიძლება მარტივს და მოსახერხებელს ხდის, ამიტომ ჩვენ ველით, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება“, – აცხადებს სერვისის მმართველი დირექტორი.
რუს ტურისტებს შორის ურბანულ დასვენებაზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა თბილისსა და ქუთაისზეა, სანაპიროზე – ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში, ასევე მთაში – სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) და გუდაურში.
საქართველოში მოგზაურობისას რუსი ტურისტები ყველაზე ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ოთხვარსკვლავიან სასტუმროებს – მათზე მოდის ყველა ჯავშნის 27%, ვარსკვლავების გარეშე სასტუმროები (25%), ასევე სამვარსკვლავიანი სასტუმროები (24%) და აპარტამენტები (11%).
ტრადიციულად, საქართველოში მოგზაურობები წყვილებისთვისაა პოპულარული – ორ ზრდასრულ ადამიანი ბავშვის გარეშე ჯავშნების ნახევარზე მეტს შეადგენს (55%). სოლო ტურისტებზე მოდის ჯავშნების 22%, ბავშვებიანი ოჯახები – 16%, მოზრდილთა ჯგუფები სამი კაციდან – 7%.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის მონაცემების თანახმად 2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი 447,8%-ით გაიზარდა.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

“ისტორიის გაყალბება დაუშვებელია – 1616 წელი ტრაგედიაა და არა “ჩამოსვლა”! – როგორც ფერეიდნელი ქართველი, რომლის წინაპრებიც 1616 წელს შაჰ აბას I-ის მიერ იძულებით გადაასახლეს ირანში, მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია

სიმონ ჯანაშია: მივიდნენ დასკვნამდე, რომ, მაგალითად, ასტროლინგვისტიკა, რომელიც უცხოპლანეტელებთან შესაძლო მეტყველების ენის შემუშავების პროგრამაა, უნდა ისწავლებოდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში… (ვიდეო)