“რუსებმა სატანკო ბრძოლა არ იციან, მაგრამ კომიკურობა ისაა, რომ რუსი უტანკოდ ვერ იბრძვის” – თავდგირიძე

საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
მ მოახერხა და ომი ს ტერიტორიაზე გადაიტანა. 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჯამში ( 5 საბრძოლო ბრიგადა და მხარდამჭერი ქვედანაყოფები) საკმარისია, რომ ნებისმიერ დროს შეტევიდან თავდაცვაში გადავიდეს და ფრონტის სტაბილური, ძნელად გადასალახი თავდაცვითი ზღუდე გააკეთოს. რაც უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე ხანგრძლივი დროით ყოფნას უზრუნველყოფს. თუმცა, ოპერაცია იმდენად წარმატებულია, ხოლო რუსეთი იმდენად უსუსური, რომ უკრაინას ოპერატიული პაუზა არ ჭირდება და არც უნდა გააკეთოს. უკრაინის მთავარი ამოცანაა ლოგისტიკური ხაზების დალაგება და მოქმედ ქვედანაყოფების უკან ოპერატული რეზერვი შექმნა, კიდე 3-4 ბრიგადის შემადგენლობით. ამ შემთხვევაში კურსკის ოლქი არ იქნება ფრონტი უკიდურესი რაიონი რუსეთში. სტრატეგიული ჩანაფიქრი ბრძოლების კიდე უფრო სიღრმეში გადატანა უნდა გახდეს. თუ ვინმე ნერვიულობს, რომ უკრაინელებს ძალა არ ეყოფა ( ქვედანაყოფების რაოდენობა), გამხნევდეს, რუსებს კიდე უფრო მეტად უჭირს დამატებითი ძალების გამონახვა. რუსეთს, მოსალოდნელად მოულოდნელად, არ აღმოაჩნდა, კურსკში ეფექტური სამხედრო ქმედებისთვის საჭირო რაოდენობის სატანკო ქვედანაყოფები. მიუხედავად იმისა, რომ ვერმახტი 4 წელი უტარებდა სატანკო ბრძოლების მასტერკლას, რუსებმა დღემდე ვერ ისწავლეს ტანკების სწორად და ეფექტიანად გამოყენება ( ბოლო მაგალითი გროზნო იყო, როდესაც ჩეჩნებმა ორი სატანკო დივიზია გაუნადგურეს. მართალია, მერე რუსებმა ზღაპრები მოიფიქრეს, ტანკები ქალაქის ბრძოლებისთვის არ არისო გათვალისწინებულია ( არადა ქალაქში ტანკი აუცილებელია), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება). რუსებმა სატანკო ბრძოლა არ იციან, მაგრამ სიტუაციის კომიკურობა ის არის, რომ რუსი უტანკოდ ვერ იბრძვის. ტანკები და სატანკო ქვედანაყოფები კი მხოლოდ დონბასშია. პუტინი ფეხს ითრევს. დონბასის პერსპექტივა არ ეთმობა. ისეთი სუნი ასდის, რომ მოუწევს გადმოსროლა. თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ დონბასში მოხსნას და კურსკში ვერ ჩამოუსწროს. ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ვეღარაფრით დაეხმარება რუსეთს. ტანკების დეფიციტის დაძლევის გზებს მე ვერ ვხედავ, ვნახოთ რას მოიფიქრებს რუსეთი.